საფრანგეთში “ლოქდაუნს” არ გამორიცხავენ
საფრანგეთის პრემიერის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი მკვეთრი მატების ფონზე, ქვეყანა ახალი “ლოქდაუნის” ზღვარზე იმყოფება, “მკაცრი გადაწყვეტილებები” გარდაუვალია.
ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე ე.წ. კომენდანტის საათის გამკაცრების ან ლოქდაუნის გამოცხადების შესაძლებლობა იქნება განხილული.
ამასთან, აღინიშნება, რომ გაზაფხულის ,,ლოქდაუნისგან,, განსხვავებით, ამჯერად ეკონომიკის ზოგიერთი დარგი, ასევე, სკოლები მუშაობას გააგრძელებენ.