პაატა იმნაძე: წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება

“წლის ბოლომდე ბევრი თუ არა, რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინა თავდაპირველად მწარმოებელი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

“წლის ბოლომდე ბევრი თუ არა, რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება. ვიცით, რომ ჩინეთში გამოიყენება უკვე ერთი ვაქცინა და კიდევ ორზე ლაპარაკია. ჩემი აზრით, გაზაფხულიდან უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება მსოფლიოში. ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც აწარმოებენ და იმედი მაქვს, გაზაფხულიდან სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის, ჩვენთვისაც”, – აღნიშნა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები