ესებუას დედის ექსკლუზიური კომენტარი: დაიბარა, რომ თბილისში გამოკვლევებზე მიდიოდა

როგორც ბადრი ესებუას დედა, ნინო ჯიქია “რეგიონულ კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ბანკზე თავდასხმის დღეს სახლიდან, დაახლოებით, 12:00 საათზე პოლიეთილენის პატარა ცელოფნით გავიდა და დაიბარა, რომ თბილისში გამოკვლევებზე მიდიოდა. ოჯახის მტკიცებით, 21 ოქტომბრის შემდეგ ოჯახს ბადრისთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან მას ძველი მობილური აქვს და ტელეფონი ან გაფუჭდა ან დაუჯდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ბადრი ესებუას დედა დეტალურად იხსენებს, როგორ გაუშვა შვილი 21 ოქტომბერს თბილისში.

“სახლში იყო, დაახლოებით, იქნებოდა ასე 12-ის ნახევარი, პატარა ცელოფანში შეხვეული რაღაც მიქონდა. ვუთხარი – ბიჭო, მარშუტკაში არ შეგიშვებენ, პირბადე არ გაქვს-მეთქი და მაქვსო, მაჩვენა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა. არაფერი არ მიქონდა იმას, ამხელა ავტომატი და ამხელა რაღაცები, თბილისში წავიდა. ერთი სამი წელია, არ მსახურობს, გვარამიამ იცრუა, უნდა დაბრუნებულიყო ბაზაშიო, არ მუშაობდა, რატომ უნდა დაბრუნებულიყო ბაზაში? დაბრუნდებოდა?

ჩემი შვილი ამას არ იზამდა. ჩამოვა და ყველა ნახავს, რომ არაა ამ სიმაღლე. არც იცის, აქ რა ამბავია, ვერ ვუკავშირდებით, ალბათ, დაჯდა ტელეფონი ან გაფუჭდა.
მე როგორც ვიცი, სამკურნალოდაა წასული, ხვალ ან ზეგ უნდა ჩამოვიდეს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ნინო ჯიქია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები