ბაგრატიონის ქუჩის N25/27-ში მდებარე ავარიული შენობა გაამაგრეს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბაგრატიონის ქუჩის N25/27-ში მდებარე ავარიული შენობის გამაგრება განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.

საცხოვრებელი შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „აილამა“ შეასრულა. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92 558 ლარი გამოიყო.

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. პროექტებისთვის ჯამში, 723 286 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები