პარლამენტში ბიუროს სხდომა კამათით დასრულდა

პარლამენტის ბიუროს სხდომა ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კამათით დასრულდა.

დეპუტატებს შორის კამათი გოგიჩაიშვილის მიერ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის საკითხზე კრიტიკამ გამოიწვია.

„მე გული მწყდება, რომ ჩემი ყოფილი კოლეგები უკვე აჟღერებენ, ერთი კვირით ადრე, არჩევნების ლეგიტიმაციის შესახებ კითხვის ნიშნის თაობაზე. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რაც მე მესმოდა ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძეს ლევან გოგიჩაიშვილმა მიმართა, რომ „წითელი ხაზები არ გადაკვეთოს“.

„დიმიტრი, არ ქნა ისე, რომ გადალახო წითელი ხაზები“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილს ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მიმართა – „შენ დიდი ხანია, გადალახე წითელი ხაზები“.

„გადავარდით კორუფციაში, გადალახეთ წითელი ხაზი ყველაფერში. „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტი რომ გიზით უშიშროებაში. გეუბნებით, გაასწორეთ ლაპარაკი-მეთქი”, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა, რაზეც ვოლსკიმ უპასუხა, რომ აგენტი თავად გოგიჩაიშვილია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები