სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით, მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის: ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები