კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

“კორონავირუსისგან სამი პაციენტი გარდაიცვალა, ისინი აჭარის სხვადასხვა კოვიდ კლინიკებში მკურნალობდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო”,- აღნიშნეს უწყებაში.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები