„ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს გამოწვევების დასაძლევად“- გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: შიხილოს, სამღერეთს, ჭივჭავს, გოლთეთს, წინწყაროს, ქოსალარს, დურნუკსა და ხაიშს საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მოქმედ მაჟორიტართან გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად ეწვია.

მმართველი გუნდის კანდიდატმა, ადგილობრივენს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება, რომელთა დასაძლევად ჩვენი გუნდი ინტენსიურად მუშაობს. ახლახანს, გამოცხადდა 65 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი და 15 სოფელში, ძალიან მალე გადაიჭრება წყლის პრობლემა. აღნიშნულ საკითხზე საპროექტო და საფინანსო რესურსების მოძიებისთვის საჭირო სამუშაოები ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები