თბილისში, სარდაფში ქურდობის მიზნით ჩასული პირები მეპატრონემ გარედან ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ქურდობის მიზნით ორი პირი შევიდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სარდაფში ჩასული ორი პირი მეპატრონემ გარედან ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა. ისინი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები