ჯარისკაცი პატარა ბიჭს ბერლინის კედლის გადალახვაში ეხმარება – ფოტოს ისტორია

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (აღმოსავლეთ გერმანია) ჯარისკაცი პატარა ბიჭს ბერლინის კედლის გადალახვაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, არავის გადაეკვეთა საზღვარი, ჯარისკაცმა, მავთულხლართების გავლით, ბავშვის ფარულად დახმარება გადაწყვიტა. მამაკაცი ფრთხილად იყურებოდა, მისი თვალები შიშით იყო სავსე, თუმცა, ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქცევა უფროსმა ოფიცერმა შეამჩნია, რის გამოც ის საკუთარი დანაყოფიდან გარიცხა. იმედია, სასჯელი მცირე იყო და ჯარისკაცი არ დააპატიმრეს ან არ დახვრიტეს… ფოტოს აღწერილობის თანახმად, არავინ იცის, რა მოუვიდა მას.

მაგრამ როგორ აღმოჩნდა პატარა ბიჭი კედლის მეორე მხარეს? არსებული ინფორმაციით, ბიჭის ერთ-ერთი მშობელი, კერძოდ – მამა, მასთან ერთად იყო დასავლეთ გერმანიაში და ნათესავებს სტუმრობდა. ოჯახის სხვა წევრები შინ, აღმოსავლეთ ბერლინში იყვნენ. საზღვრის ჩაკეტვის პროცესი 1961 წლის 12 აგვისტოს ღამიდან 13 აგვისტომდე მიმდინარეობდა. მამას სწამდა, რომ ბავშვი დედასთან უნდა გაზრდილიყო, ამიტომ, იგი საზღვართან გააგზავნა იმ იმედით, რომ გადასვლას შეძლებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები