პაატა იმნაძე: ნოემბრის ბოლოსთვის დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის ვარაუდით, ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის სამი ათასიდან ოთხი ათასამდე შემთხვევა იქნება.

„ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. დაახლოებით, სამ მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ. დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება.
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში რვა ათასიდან 10 ათასამდე „პისიარ“ ტესტი ჩატარდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები