პაატა იმნაძე: კოვიდის დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული ტესტები „პისიარ“ ტესტის მსგავსი პროტოკოლით იქნება გამოყენებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ანტიგენტზე დამყარებული ტესტის გამოყენება ისეთივე პროტოკოლით მოხდება, როგორც „პისიარ“ ტესტით.
მისივე განცხადებით, მსოფლიოში ორი ანტიგენზე დამყარებული ტესტია, რომელიც გამოიყენება კორონავირისის დიაგნოსტირებისთვის და აქედან ერთ-ერთი საქართველოშია.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება მხოლოდ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, როგორც „პისიარ“ ტესტი, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე, ეს არის ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული, მათი გამოყენება დიაგნოსტიკისთვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისთვის პეჯეერის გამოყენება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები