დავით ზურაბიშვილი: გამოხატეთ კმაყოფილება მძევლების გათავისუფლების გამო და იმედი გამოთქვით, რომ დააკავებენ დამნაშავეს

“გამოხატეთ კმაყოფილება მძევლების გათავისუფლების გამო და იმედი გამოთქვით, რომ დააკავებენ დამნაშავეს”, – ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშკარად ჭარბობს პირიქითა მხარის შეფასებები, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა და ქურდები დაგვასხდნენ თავზე.

“რაც მე გუშინ ხელისუფლებას ვაგინე სრულიად დამსახურებულად, მძარცველის შეჭრა ბანკში და მძევლების აყვანა ,,ნაცების,, პროვოკაციად რომ მონათლეს – იმის გამო, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, უკვე აშკარად ჭარბობს პირიქითა მხარის შეფასებები, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, ქურდები დაგვაჯდნენ თავზე, ერთი კრიმინალი თავის ნებაზე ათამაშებს მთელ სახელმწიფოს და ა. შ.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ დაიცათ, რა, თქვე მამაცხონებულებო! მოითმინეთ ერთ-ორ დღეს, გამოხატეთ კმაყოფილება მძევლების გათავისუფლების გამო და იმედი გამოთქვით, რომ დააკავებენ დამნაშავეს, რადგან მისი დაუსჯელობა იქნება ცუდი პრეცედენტი და ა.შ. რომ დასხედით და უკვე დედას იგინებით, ჯერ არ დამთავრებულა ოპერაციაო და რა იცით, დამთავრდა თუ არა ყველაფერი? იქნებ და, იჭერენ იმ მძარცველს? თუ ვერ დაიჭერენ და სამი დღის მერე რომ აგინოთ ხელისუფლებას, ჩამოგეშლებათ სამყარო თუ რა მოხდება?”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები