საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა იწყება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნებიდან 8 პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან, 22 ოქტომბერიდან იწყება.

სხდომა მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის თქმით, სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები იქნება წარმოდგენილი.

„რვა ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაიმართება მთავარი სხდომა, რა დროსაც სასამართლოზე იქნება წარდგენილი დაცვისა და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები. შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ, სასამართლო იწყებს სასამართლო გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ხდება ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყება. ბრალდების მხარე თავად განსაზღვრავს მტკიცებულებათა თანმიმდევრობას, თუ რომელს გამოიკვლევს და, შესაბამისად, მათი მტკიცებულების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, მოხდება დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა. სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც გამოეყო ოთხი ბრალდებული პირის მიმართ საქმე, ეს არის 143-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენა, 126-ე მუხლითაა წარდგენილი ბრალდება საბა ჩხარტიშვილისთვის, ასევე 120-ე მუხლით. შესაბამისად ამ ეპიზოდებზე მოხდება განხილვა საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები