ლაშა დარსალია: დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვა ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიის მუშაობას ეხებოდა

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გამოიკითხა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიის მუშაობის საკითხს ეხებოდა.

“ინფორმაცია ეხებოდა კომისიის მუშაობას ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, რაც მოიცავს შარშან მაისიდან პერიოდს დღემდე. რაც შეეხება კითხვას, თუ რა მასალები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს – მოგეხსენებათ, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მხარეებმა უნდა იხელმძღვანლონ 1938 წლის ხაზით. შესაბამისად, სხვადასხვა მასალა, რაც ჩვენ მიერაა მოძიებული ბოლო პერიოდის განმავლობაში, აზუსტებს, თუ სად შეიძლება, პოტენციურად გადიოდეს ხაზი” , -განაცხადა დარსალიამ.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარის პოზიციას, დარსალიას თქმით, მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განიხილონ აღნიშნული რუკა.

“ერთადერთი, რაც თქვეს, ისაა, რომ მათთვის ამ რუკის განხილვა სასურველი არ არის”, – აღნიშნა დარსალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები