ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ხელყუმბარით.
თავდამსხმელს მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე – მომხმარებლები.
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია, სპეცრაზმი.