ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებული ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტირინგის მიზნით მეხანძრე-მაშველების 30-კაციანი ჯგუფი რჩება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112” -ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს შემოვიდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

რთული რელიეფის მიუხედავად, კერებთან მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო.

ხანძრის კერებთან სულ მუშაობდა 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანლობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები