ეკატერინე მიქაბაძე: პოზიტიურია, რომ ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

“პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

„ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ექსპორტი 8,6 პროცენტით გაიზარდა და 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ექსპორტი. მისი ზრდა სექტემბერში 27 პროცენტია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 240 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე, ძალიან პოზიტიურია, რომ ჩვენ გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები