კახა კალაძე: საარჩევნო უბნები უსაფრთხო იქნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნები ყველა დაწესებული რეკომენდაციის დაცვით ჩატარდება.

მისი თქმით, 31 ოქტომბერს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ.

“რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო უბნებს, იქ ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ საარჩევნო უბნები იქნება ისეთი უსაფრთხო, როგორც  – არაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები