“რესტორნების ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება”

“რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მოუწოდა მოქალაქეებს, შეასრულონ მთავრობის რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„როდესაც 22:00 საათიდან ჩვენ შევზღუდეთ რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას და ძალიან გთხოვთ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ და არა მხოლოდ ისეთ ღონისძიებებში არ მივიღოთ მონაწილეობა, სადაც აკრძალვებია, არამედ, ზოგადად, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან. ეს, პირველ ყოვლისა, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, განსაკუთრებით – იმ პირობებში, როდესაც არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას იმიტომ, რომ ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგიწოდებთ, წესები დავიცვათ მაქსიმალურად იმიტომ, რომ ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით – ან უნდა ქვეყანა სრულად ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები