კელი დეგნანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული – ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე

“ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი მოპყრობას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები