ГРУ-ს 6 ოფიცერს აშშ-მა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოსა და კიდევ ექვს ქვეყანაში განხორციელებული კიბერთავდასხმებისა და მავნე პროგრამების გავრცელების გამო რუსეთის დაზვერვის სააგენტოს ექვს თანამშრომელს ბრალი წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები კიბერშეტევების დროს მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდნენ.

საუბარია ჰაკერებზე, რომელთა ავტორობითაც შეიქმნა ისეთი გამანადგურებელი პროგრამები, როგორებიც არის „ნოთპეტია“, „ოლიმპიკდისთროიერ მალვეარი“ და „ქილდისკი“.

განცხადების თანახმად, ჰაკერებმა 2018 წელს კიბერშეტევა საქართველოს ერთ-ერთი მედიასაშუალების, ხოლო 2019 წელს საქართველოს პარლამენტისა და ქართული ვებგვერდების წინააღმდეგ განხორციელდა. კიბერდანაშაულის შედეგად, ზარალი მიადგა ნიდერლანდებს, სამხრეთ კორეას, დიდი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებსაც. კიბერდამნაშავეების სამიზნეს, ასევე, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2020 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა, ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ვებგვერდის გატეხვა წარმოადგენდა.

დაზვერვის სააგენტოს ოფიცრებს შორის, რომელთაც იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს ბრალი წარუდგინა, ფიგურირებენ: იური ანდრიენკო, სერგეი დეტისტოვი, პაველ ფროლოვი, ანატოლი კოვალიოვი, არტიომ ოჩიჩენკო და პიოტრ პლისკინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები