თენგიზ ცერცვაძე: საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა დაბალი მაჩვენებელი ჰყავს
თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰყავს.
“შემთხვევების მკვეთრი ზრდის, რამდენიმე ათეულიდან ასეულამდე და ათასეულამდე მიუხედავად, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თმით, საუბარი იმაზე, რომ დღეს მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს პანდემიას ისე, როგორც პირველი ტალღის დროს, სიმართლეს არ შეესაბამება.