თენგიზ ცერცვაძე: ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, ყველას გადაყვანა მოხდება
თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში რეალური რესურსი არის 6 000 საწოლზე მეტი და ამ პოტენციალის მხოლოდ ნაწილია გამოყენებული.
მისივე თქმით, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, ყველას გადაყვანა მოხდება.
“ეპიდემიოლოგები ყველაფერს აკეთებენ წერტილოვანი პრევენციისთვის, რომ დადგეს პერიოდი, როცა საწოლფონდი რეალურად ვეღარ აუვა პაციენტების რაოდენობას. ასეთი პერიოდები იდგა და დგას ევროპაში. რეალური რესურსი არის 6 000 საწოლზე მეტი. მხოლოდ ნაწილია იმ პოტენციალის გამოყენებული, რაც ქვეყანას აქვს. ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ყველას გადაყვანა მოხდება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.