მინდია ჯანელიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძე მივიდა.
ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პასუხობს.
ცნობისთვის, მედიაში დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ჩვენება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, გამოიკვეთა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენისათვის 1996 წლის 13 ივნისს დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, რომლითაც რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვარი უნდა გავლებულიყო 1938 წლის რუკაზე დატანილი სასაზღვრო ხაზის მიხედვით, მელაშვილი კი საყრდენად შემდგომი წლების რუკებს იყენებდა. კირიონის თქმითვე, 2014 წელს გაზაფხულზე იმდროინდელ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრას ნოდარ ხორბალაძე, თედო გორგოძე და მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია და შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.