გორში პროექტის – “ისწავლე წარმატებისთვის” მეორე ეტაპი მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემი’’ ახორციელებს პროექტს – ,,ისწავლე წარმატებისთვის’’. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროექტი ორიენტირებულია სკრის თემის დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსწავლე-ახალგაზრდებზე.
ამჟამად, პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით.
პროექტის I ეტაპზე მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ. დასკვნით ეტაპზე კი დაგეგმილია საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების ფარგლებში 12-17 წლის მოტივირებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები