რატი იონათამიშვილი: ცესკო აქტიურად მუშაობს იმ პროცესებზე, რომ არჩევნების დღეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს სრულად დაცული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ალეკო ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ორდღიანი არჩევნების ჩატარებას ეხება. იონათამიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს იმ პროცესებზე, რომ არჩევნების დღეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს სრულად დაცული.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს იმ პროცესებზე, რომ არჩევნების დღეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს სრულად დაცული. ამ პროცესში ცესკო ეყრდნობა სფეროს სპეციალისტებისა და პროფესიონალების რეკომენდაციებს, ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რასაკვირველია. აქედან გამომდინარე, ყველა ის რეგულაცია თუ პროტოკოლი, რაც იქნება ამ მხრივ მიღებული, იქნება საერთაშორისო სტანდარტის მაღალი დაცვით”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა – “ნაცვლად 31 ოქტომბერს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ორი დღის განმავლობაში. ჩავატაროთ პარასკევს 30 ოქტომბერს და შაბათს – 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ არჩევნები სიებითა და ანბანის მიხედვით. პირველ დღეს – 30 ოქტომბერს მივიდნენ პირველი 15 ანბანური ასოს წარმომადგენლები, მეორე დღეს დანარჩენები, რათა არ იყოს რიგები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები