გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სასამართლო პროცესზე ბრალდებულები – ლ.შ. და გ.მ. დაიკითხებიან. რაც შეეხება ერთ-ერთ ბრალდებულს, ნ.ქ. -ს, მან სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა და მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

“ჩვენ უკვე ვართ დასკვნით ეტაპზე, გამოკვლეულია მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი. გამოკვლეულია მთავარი მტკიცებულებები: დაზარალებულების ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები, სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მასალები არის ურთიერთშეთანხმებული, აშკარა მტკიცებულებებია და ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი”, – განაცხადა პროკურორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები