“როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის”

“სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ, როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან გურიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ტესტირება გაიარა.

„სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. შესაბამისად, ვაზღვევ ინფიცირების რისკებს როგორც ჩემი, ასევე სხვა ადამიანების იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზე მეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება, გადაცემის რისკის მატარებელი ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ, ამიტომ, ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით, ზოგიერთებისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, არცერთს პირბადე არ მოგვიხსნია, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები