ნათია მეზვრიშვილი: დღეს ჯანდაცვის სისტემა მზადაა იმისთვის, რომ ეპიდვითარებას, რაც ქვეყანაში გვაქვს, გაუძლოს

“დღეს ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისთვის, რომ ეპიდვითარებას, რაც ქვეყანაში გვაქვს,  გაუძლოს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის მზაობისა, რესურსები ამოუწურავი არ არის და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„როდესაც ვსაუბრობთ სისტემის მზაობაზე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს და არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და ეს არც იგეგმება.

თუმცა, აქვე ვამბობთ, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არ არის. დღეს იყო 919 შემთხვევა და, ალბათ, უახლოესი დღეების განმავლობაში შესაძლოა ეს რიცხვი 1000-ს გადასცდეს. ამისთვისაც მზად არის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის და ამიტომ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა.

გვაქვს ორი არჩევანი – დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე – შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია იმიტომ, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები