თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სწავლება ჰიბრიდული ფორმით გაგრძელდება.
“აუცილებლად ვთვლით კომენტარის და განმარტების გაკეთებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ნაწილის წერილში არსებული ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა სოციალურ ქსელში, ზოგიერთ ინტერნეტ-გამოცემასა და ტელევიზიაში.
19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:
– კოვიდ – კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში;
– სალექციო კურსების და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში;
– ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა”,- ნათქვამია განცხადებაში.