“ქართული ოცნების” ლიდერებმა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

“ქართული ოცნების” ლიდერებს, მშენებლობის ხელმძღვანელმა, ლაშა ტრაპაიძემ, ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ -სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი მოხმარდება. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები