შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის გამოკვლევები უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობისა დაცვის სამსახურსა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები და კონსულტაციები უტარდებათ.

შსს-ს ცნობით, პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ღონისძიებების ჩატარება.
“პროფილაქტიკური კარდიოლოგიური კვლევები უტარდებათ, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში მომუშავე პოლიციელებს და მათი ოჯახის წევრებს. კვლევებს აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მობილური ჯგუფები ატარებენ.
კარდიოლოგიის ცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შორის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, პროფილაქტიკური კარდიოლოგიური კვლევები 2 წლის განმავლობაში ჩაიტარა 3000-მდე ადამიანმა – დედაქალაქსა და რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები