არჩილ თალაკვაძე: ვეტერანები იმსახურებენ ჩვენს განსაკუთრებულ პატივისცემას, მადლიერებას და მხარდაჭერას

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვეტერანებს “ვეტერანთა დღე” მიულოცა.

“ვეტერანები იმსახურებენ ჩვენს განსაკუთრებულ პატივისცემას, მადლიერებას და მხარდაჭერას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა სამშობლოსა და ხალხისთვის თქვენი თავდადების და გმირობის დაფასება.
ყველა თაობის ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანების საერთაშორისო დღეს და მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისთვის!”-წერს არჩილ თალაკვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები