გიორგი გახარია: ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვეტერანებს ვეტერანთა დღე წალენჯიხიდან მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა წალენჯიხაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველას ვალია, პატივი მიაგოს ვეტერანებს და გაიხსენოს გმირები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში სამშობლოსთვის თავი გაწირეს.
„დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.