ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0063 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2186 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 3.2249 ღირდა.
0.0078 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.7728 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7806 იყო.