,,თბილისი ენერჯის” ყველა მომსახურების ცენტრი დისტანციურად იმუშავებს
,,თბილისი ენერჯის” ყველა მომსახურების ცენტრი დისტანციურად იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
“ქვეყანაში Covid 19-ს მომატებული შემთხვევების გამო, კომპანია ,,თბილისი ენერჯი” ითვალისწინებს ინფექციონისტების და მთავრობის რეკომენდაციებს. მოსახლეობის, კომპანიის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მეტი უსაფრთხოებისთვის, ,,თბილისი ენერჯის” ყველა მომსახურების ცენტრი იმუშავებს დისტანციურად.
დისტანციურ რეჟიმში ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების მიღება მოსახლეობას სრულფასოვნად შეეძლება ცხელი ხაზის ნომერზე: 2 40 40 04 ; ,,თბილისი ენერჯის” ,,ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის მესენჯერით; ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით www.te.ge; გაზის გაჟონვის; შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე – 114,”- ნათქვამია ,,თბილისი ენერჯის” ინფორმაციაში.