17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნება

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, უწყების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

“17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, (მისამართი: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა) უწყების ახალი დირექტორი, კობა კობალაძე გამართავს სეხვედრას მასმედიის წარმომადგენლებთან, ვეტერანებს მიულოცავს 17 ოქტომბერს. გაეცნობა ჟურნალისტებს და სამსახურის სამომავლო გეგმებსა და განვითარების შესახებ ისაუბრებს. ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, კობა კობალაძეს დაუსვან შეკითხვები.

უწყების დირექტორის, კობა კობალაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გამოცხადებული ფოტოკონკურსის – “ვეტერანის” გამარჯვებული ავტორების დაჯილდოების ცერემონია. (I,II, III ადგილზე გასული ფოტოს ავტორებს, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ფოტოს ავტორს ფასიან საჩუქრები გადაეცემათ).

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ”, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ყოველ წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 17 ოქტომბერს, სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება”,-ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები