მეუფე იაკობი: არ ღირს არცერთი სკამი არც ერში და არც – ეკლესიაში, თუ ერი არ იქნება კარგად

“არ ღირს არცერთი სკამი არც ერში და არც – ეკლესიაში, თუ ერი არ იქნება კარგად”, – ამ სიტყვებით მიმართა დღეს ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა მრევლს.

მეუფე იაკობის თქმით, მისი სურვილი საქართველოს განვითარებაა.

“ჩვენი სახელები უნდა ჩაიწეროს ცხოვრების წიგნში და არა აქ – ცალკეულ ტელევიზიებში, თუ ცალკეულ ჟურნალ-გაზეთებში, ამიტომ, ვიყოთ სამართლიანები და ნუ შეგვეშინდება ხალხს ველაპარაკოთ. არ გვინდა დაძაბულობა. იმის მიხედვით ვერავის ვერ ავირჩევ, ვინ ვისზე უკეთესია, მე ღმერთი ავირჩიე და მინდა რომ საქართველო განვითარდეს. არ ღირს არცერთი სკამი არც ერში, არც – ეკლესიაში, თუ ერი არ იქნება კარგად”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები