გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი – გიორგი გელხაური იმედოვნებს, რომ სასამართლო ერთადერთ ობიექტურ გადაწყვეტილებას – გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

“მნიშვნელოვანია ერთი გარემოება – ვინ მიაყენა დაზიანება გარდაცვლილ შაქარაშვილს და როგორ აღმოჩნდა ის წყალში – ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს ამ საქმეში არ წარმოუდგენია, არცერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს ამ პირებმა დაზიანება ან დაინახეს, როგორ ჩააგდეს წყალში. ამას მოვახსენებთ სასამართლოს, ავუხსნით და, შესაბამისად, გვაქვს ერთი რამის იმედი – სასამართლომ უნდა მიიღოს ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება, რაც არის გამამართლებელი განაჩენი”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები