ლავროვი: აფხაზეთში, ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების საკუთრების საკითხი რუსეთის მუდმივი ყურადღების საგანია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სამ რადიოსადგურს ინტერვიუ მისცა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელორუსში ეთნიკურად რუსების ინტრესების დაცვის საკითხით, რაზეც დიპლომატმა თქვა, რომ “ეთნიკურად რუსების, ასევე, ეთნიკურად ქართველების რუსეთის მოქალაქეების საკუთრების საკითხი რუსეთის ყურადღების მუდმივ საგანს წარმოადგენს”.

“აფხაზეთში ვითარება თითქოს დამშვიდდა, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით. თუმცა, განვმეორდები,  ცოტათი მაკვირვებს ის, რომ პრობლემა მოუგვარებელი რჩება. ვფიქრობ, ჩვენ ურთიერთობას, ამ მოვლენების შემდეგ, უფრო წავწევთ წინ”, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელორუსში რუსეთის ყოფნა ბიზნესის მხრივ ჭარბობს, ასევე, ზოგიერთ ამ ქვეყანაში რუსული ენის სწავლება ძალიან კარგ დონეზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები