გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენება მისცა.

როგორც ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შემთხვევის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით მისცა ჩვენება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია. ისაუბრა ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, იმაზე, თუ რა ფორმით ჰქონდა ურთიერთობა, კომუნიკაცია გური ამირხანაშვილთან. მოწმემ განმარტა, რომ ამირხანაშვილს შესთავაზეს წამოყვანა, რადგანაც იყო მარტო და იმ ღამეს, პანდემიის გამო, შეზღუდული იყო გადაადგილება. წამოყვანაზე დათანხმდა, საკუთარი სურვილით ჩაჯდა მანქანაში. კონკრეტულად ვინ შესთავაზა, მოწმეს არ დაუკონკრეტებია. გარკვეულ გარემოებებზე იყო საუბარი, თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები