თერჯოლაში კორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა

თერჯოლაში, კლინიკა „თერჯოლამედში“ კორონავირუსით 64 წლის ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში აჭარიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის თქმით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი. ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 102-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები