გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა, სხვა ეპიზოდზე ბრალდებული სრულწლოვნები დაიკითხებიან.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის თქმით, ბრალდებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც სასამართლოს შეუძლია, გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანოს.
“ბრალდებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც სასამართლოს რაიმე სახით შეუძლია, დაადგინოს გამამტყუვნებელი განაჩენი, ეს არის გამორიცხული. არანაირი სახის ორგანიზებას, 225-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია”, – აღნიშნა ადვოკატმა.