ელენე ხოშტარია გიგი უგულავას ვიდეომიმართვას პასუხობს

“გულწრფელად მინდა, ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვა.

“გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციისა და ერთიანობის მიუხედავად. თუმცა, გულწრფელად მინდა, ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ”, – აღნიშნა ელენემ ხოშტარიამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ “ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები