უკრაინაში სტუდენტებმა 15 ნოემბრამდე შესაძლოა, დისტანციურად ისწავლონ

უკრაინის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი – სერგეი შკარლეტი მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 ოქტომბრიდან  15 ნოემბრის ჩათვლით დისტანციურად განხორციელდეს.

ასევე, მისივე თქმით, აუცილებლია, სტუდენტებმა აღნიშნულ პერიოდში საერთო საცხოვრებლები დატოვონ.

შკარლეტის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, მაქსიმ სტეპანოვს შესაბამისი წინადადებით 13 ნოემბერს მიმართავს.

უკრაინაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 265 454 დადასტურებული შემთხვევაა ვირუსს 43 პაციენტი ემსხვერპლა, სულ ლეტალური შემთხვევების რიცხვი 5 015 მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები