გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.
გრიგოლ ლილუაშვილმაბმარკ კლეიტონს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები