“თბილისი ცენტრალი” დროებით დაიკეტა
სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” დროებით დაიკეტა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება გახდა. მათი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში არსებული მაღაზიები ორშაბათს, 12 ოქტომბერს, დილის 9:00 საათზე განაგრძობენ მუშაობას.
რაც შეეხება “თბილისი ცენტრალში” არსებულ რკინიგზის სადგურსა და სალაროებს, ისინი მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევა მხოლოდ “თბილისი ცენტრალის” “ოქროს ბირჟაზე” რამდენიმე დღის წინ დადასტურდა. ამის გამო “ოქროს ბირჟა” 6 ოქტომბრიდან ორი კვირით დაიხურა.