სოზარ სუბარი: ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა

„უამრავ რამეს არ აქვს გამართლება, მაგალითად, ადამიანის მკვლელობას წესრიგის დამყარების მიზნით, წამებას, ასევე, არ აქვს არანაირი გამართლება ქვეყნის გაყიდვას, სამშობლოს ღალატს, ტერიტორიის გადაცემასა და გასხვისებას”, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის” გადაცემა „ნამდვილი რიცხვებში” განაცხადა.

მისი თქმით, ამის გამართლება არ შეიძლება არც პოლიტიკურად, არც – სამართლებრივად.

„ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს ყორღანაშვილებისა და მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. 2 ადამიანს ბრალი აქვს წარდგენილი. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან სხვებიც და თვითონვე აღიარეს თავისი რეაქციებითა და წამოცდენებით, რომ 7080 მილიონზეა ლაპარაკი და მე არ მესმის, რა ფულზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ერთ გოჯ შენს მიწაზეა საუბარი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები