რუსეთში ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესს ,,დადგმულს,, უწოდებენ

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბერლინის სასამართლოში 7 ოქტომბერს დაწყებული პროცესი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე  დადგმულია.

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას შეფასებით, მკვლელობაში ბრალი დაუმტკიცებლად მიეწერება რუსეთის სახელმწიფო უწყებებს.

ბერლინის უზენაეს სასამართლოში გუშინ, 2019 წლის 23 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო.

მკვლელობა პირდაპირ რუსეთს უკავშირდება, რადგან ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.

“პროცესზე ბრალმდებლის სახით გერმანიის ფედერალური პროკურატურა გამოდის, რომელიც რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მკვლელობა მათი დაკვეთით მოხდა”, – წერს გამოცემა.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით მოწამვლის შემდეგ და მანამდე სოლსბერიში ჩადენილი ანალოგიური ქმედება ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ – ბერლინის ეჭვს ამყარებს იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლება ოპონენტებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სჯის, რაც რუსეთ-გერმანიის ურთიერობის გაფუჭების წინაპირობას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები